კომაროვის სკოლაში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა
- 06 მაისი, 2022
კომაროვის სკოლაში საბაზო საფეხურის (7,8,9 კლასის) მოსწავლეებისთვის გაიმართა ჭადრაკის ჩემპიონატი, რომელშიც 100-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ტურნირი, კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, იზი ვეშაპიძის ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით ჩატარდა.
დაძაბული ფინალის შემდეგ, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ჩემპიონატი ანასტასია ქოქიაშვილის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ადგილი გაინაწილეს ნოდარ ხვედელიძემ და საბა ციბაძემ, ხოლო მესამე ადგილი ანდრია ელიკაშვილმა დაიკავა.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ფინალი ქალბატონი, ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეზე, 3 მაისს გაიმართა.
კომაროვის ჭადრაკის ჩემპიონატის მიზანი მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების, შიდა სასკოლო აქტივობების წახალისება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა.
ფოტოები ჭადრაკის ჩემპიონატიდან